დედაქალაქის ზოგ პარკში ეგრეთ წოდებული „მშრალი შადრევნები“ მოეწყო, რომლებიც მაშინვე პოპულარული გახდა ― განსაკუთრებით, ბავშვებს შორის. წყლის ნაკადში სირბილი შესანიშნავი გასართობი გამოდგა მათთვის ზაფხულის ხვატში.
ამ მ შრალ შადრევნებს წყლის ერთგვარი ჯამი აქვს, რომელიც მიწის დონეზე დაბლაა განთავსებული. ზემოდან შადრევნის კონსტრუქციები ცხაურებითაა დახურული, რომელიც ადამიანის კი არა, ავტომობილის სიმძიმესაც უძლებს. სწორედ ისინი აძლევს საშუალებას ადამიანს, შადრევანში შევიდეს და წყლის ნაკადის ქვეშ გაიაროს.
ბოლო პერიოდში ამგვარი შადრევნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო და პოპულარულიც გახდა.