მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ ცოლმა ნახა მესიჯი: „გუშინ ღამე შენთან კარგი იყო და კიდევ მინდა“
© Sputnik
„დაუშვათ, რომ ქალს ჰყავს საყვარელი და მეუღლე, რომელსაც რაღაც ეჭვი გაუჩნდა და ეკითხება: ვინმე ხომ არ გყავსო? ამ შემთხვევაში რომელი ემოციის ქვეშ დაიმალება ტყუილი? - ეს არის შიში, ოღონდ, არა ოჯახის დანგრევის შიში, არამედ იმისა, თუ რატომ ჰკითხა მეუღლემ ეს და ნეტავ, სინამდვილეში რა იცის. ყოფით სიტუაციებში ასე მივმართავთ ხოლმე: შემომხედე თვალებში! -თუ არ შემომხედა- ესეიგი ვფიქრობთ, რომ ტყუის. რეალურად ეს არ არის სწორი„- ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს: „ახლა სტანდარტული შემთხვევა განვიხილოთ-როგორ გაიგო ქალმა ღალატის ამბავი?- ისე, როგორც ქალები ყვებიან ხოლმე, ანუ შემთხვევით ნახა მობილური. არადა, მობილური შემთხვევით როგორ უნდა ნახო? ამის მერე ის ქმართან მიდის და საეჭვო მესიჯზე ეკითხება: ეს რა არის?-ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს სახის გამომეტყველებას.“