ყვითელი ამბები

„ვცემდი...“ – ვის ემუქრება ლიზა ყენია? – მომღერლის სკანდალური განცხადება

თანამედროვე და ხშირად გამომწვევი შემსრულებელი მოდური ჩაცმულობითა და იმიჯით გამოირჩევა. თანატოლებში ლიზა ყენია დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik

ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი უკვე ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილად იქცა და, შესაბამისად, ყურადღებაც არ აკლია. ნიჭითა და ვოკალით გამორჩეულ ლიზას პოპულარობისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა. მისი უმთავრესი მიზანი „მაია ჯაბუას ქალიშვილის“ სახელის ჩანაცვლება და საკუთარი თავის დამკვირდება გახდა. ცხადია, ახალგაზრდა მომღერალს ეს გამოუვიდა. ახლა ლიზას ელიზაბეთ ფრისკის ფსევდონიმითაც იხსენიებენ.

არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ პოპულარულია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ყოველთვის ტრენდულია და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სითამამით გამოირჩევა, საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. „ინსტაგრამზე“ თანატოლები ლიზას ხშირად ეკითხებიან რჩევას. ამჯერად „სთორიში“ ლიზას საკმაოდ უცნაური რამ ჰკითხეს. სოციალური ქსელის მომხმარებელი დაინტერესდა, რას იზამდა მომღერალი, ბიჭი რომ ყოფილიყო და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყნებინათ. „გარდა იმისა, რომ ვეტყვი, რომ ჩლუნგია, ვცემ“ – უპასუხა მომღერალმა.

რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. მის პირად ურთიერთობებს ლიზას თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ. მომღერლის გრაფიკისა და სკანდალების გამო ისინი ერთმანეთთან დიდხანს არ დარჩნენ. მასთან დაშორებამდე ლიზამ რამდენიმე ტატუ გაიკეთა.