ლიკანში ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი დაშავდა

დაშავებულები, მრავლობითი ტრავმებით ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. ლიკანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 მგზავრი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ფარავნის ტბასთან ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა ლიკანში დღეს, შუადღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

დაშავებულები, რომელთა შორის ერთი ბავშვია, მრავლობითი ტრავმებით ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. 

ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარებისა“ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.