COVID-19 საქართველოში: ქვეყნდება ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის საქაღთველოში კარანტინში რჩება 6 588 კაცი, ხოლო სტაციონარებში ექიმები 323 პაციენტს აკვირდებიან
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

საქართველოში ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 171 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გარდაიცვალა 17 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან შვიდი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, რითაც COVID-19–ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 947 კაცი შეადგინა.

ამ დროისათვის კარანტინში რჩება 6 588 კაცი, ხოლო სტაციონარებში ექიმები 323 პაციენტს აკვირდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 41 მოქალაქე უცხოეთშია ინფიცირებული.