პენტაგონის მეთაურმა გერმანიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ ისაუბრა

აშშ გერმანიაში საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობას შეამცირებს, განაცხადა პენტაგონის მეთაურმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
Sputnik

თავდაცვის მინისტრის თქმით, დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს გერმანიას უახლოეს მომავალში, მათგან 6 ათასზე მეტი სახლში დაბრუნდება, დანარჩენებს კი იტალიასა და ბელგიაში გადაიყვანენ.

გერმანიიდან ჯარების გაყვანის გეგმაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდა. საკუთარი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ ბერლინს არ სურს თავდაცვის ხარჯების გაზრდა, მიუხედავად ნატოს წევრობისა.

რას ნიშნავს ეს ნაბიჯი ევროპისა და რუსეთისათვის – ვიდეოში გიამბობთ.