ყვითელი ამბები

ასე მიულოცა ნინი ბადურაშვილმა დაბადების დღე ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს – ფოტო

ნინი ბადურაშვილის დაოჯახებას მთელი ბომონდი ელოდა. ქმართან დაშორების შემდეგ განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალს დღემდე უამრავ მამაკაცს აცნობენ ან ურიგებენ.
Sputnik

გასულ ზაფხულს საზოგადოების ყურადღება მომღერალ ნინი ბადურაშვილისკენ იყო მიპყრობილი. მიზეზი მისი და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ხშირი ერთად გამოჩენა გახდა. გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი ამ ზაფხულს საფრანგეთში მეორედ იყვნენ ერთად.

ვიზიტის დროს საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ და დასვენებაც მოახერხეს, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გიორგი ჩიკვაიძის კომპანია გახდა საუკეთესო. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, ნინი ბადურაშვილმაც იმღერა.

გიორგი და ნინი კლასელები იყვნენ. მათ დღემდე ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ძვირადღირებული იახტების მფლობელი კანში ისვენებდა, სადაც ნინი და ეკა კახიანი მიიწვია.

 

ბადურაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გიორგისთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ძალიან შეწუხებულია კითხვებით, რომელიც მათ სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. რაც შეეხება მის ჩასვლას კანში, ეს გიორგის სიურპრიზი იყო. მან, რადგან იცოდა, რომ ბავშვობიდან მაიკლ ჯექსონის დიდი თაყვანისმცემელია და კანში ჯექსონების ოჯახის საღამო იმართებოდა, იქ დაპატიჟა.

ცოტა ხნის წინ კი ბადურაშვილმა გიორგის საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“, რაც, სავარაუდოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის განხილვის თემა გახდება.

 

მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია ქმარს სკანდალურად დაშორდა. ნინის მიმართ ყურადღება არც მანამდე და არც ახლა არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს. პატარა გოგონა სკოლაში სექტემბერში მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართული.