ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძე ულამაზესი დის ვიდეოს აქვეყნებს – გოგონები საოცრად დაემსგავსნენ ერთმანეთს

ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერია. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილს ორი და ჰყავს. დები მეგობრობენ და ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს.
Sputnik

მას შემდეგ, რაც ცნობილმა წყვილმა ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ერთობლივი TikTok გააკეთეს და ათასობით „ხელმომწერი“ ჰყავთ, „ტიკტოკერობა“ ნანუკას დამ, ანიმაც გადაწყვიტა. ნანუკამ „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ სთხოვა „ფოლოვერებს“ გახდნენ მისი დის „ხელმომწერები“ და უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დები უფრო დაემსგავსნენ ერთმანეთს.

წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი ორი წლის წინ გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. თუმცა, ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.

პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ირკვევა, რომ ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

მასმედიაში წერენ, რომ ნანუკა გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. მისი Instagram-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით.

ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია. ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.