მსოფლიო დღეს

მძინარე მუშას შარვალში შხამიანი გველი შეუძვრა – თვითმხილველის ვიდეო

ახალგაზრდა კაცი საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და ღამით კოლეგებთან ერთად იქვე იძინებდა.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მძინარე მამაკაცს კობრა შარვალში შეუძვრა და მთელი ღამე იქ დარჩა, იუწყება გამოცემა India.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალაზრდა კაცი ლავკეშ კუმარი საბავშვო ბაღის შენობაში ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ატარებდა სხვა კოლეგებთან ერთად. სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშები იქვე, საბავშვო ბაღში იძინებდნენ. შუაღამისას ლავკეშმა ერთგვარი დისკომფორტი იგრძნო, გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ ტანზე ჩაცმულ შარვალში კობრა შეძრომოდა.

შიშისგან გაოგნებულმა კუმარმა, ისე, რომ არ განძრეულა, კოლეგები გააღვიძა და დახმარება სთხოვა. ისინიც სასწრაფოდ გაიქცნენ სოფელში გველის დამჭერის მოსაყვანად. თუმცა სპეციალისტი მხოლოდ დილით მივიდა ადგილზე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცს არც თვალი მოუხუჭავს და არც განძრეულა, რათა გველი არ შეეწუხებინა. საბედნიეროდ, კობრას ერთხელაც არ უკბენია მისთვის.

საბოლოოდ, გველების დამჭერმა აკურატულად გაუჭრა შარვალი კუმარს და გველი უსაფრთხოდ ამოიყვანა. ახალგაზრდა კაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლის ეკიპაჟიც თან ახლდა გველების სპეციალისტს, არ დასჭირვებია.