ბესელია: ჩემს საარჩევნო კამპანიას მთლიანად ვუძღვნი გივიკოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და პარტიის "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს.
Sputnik
ბესელია: ჩემს საარჩევნო კამპანიას მთლიანად ვუძღვნი გივიკოს
„რატომ ავირჩიე მცხეთა? – ეს ქალაქი არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო, მასთან მე სულიერი კავშირი მაქვს. ამიტომ ჩემი არჩევანი შემთხვევითი არ არის. რაც შეეხება ჩვენი პარტიის სიმბოლურ ფერს, მწვანე ფერი მშვიდი სიცოცხლისა და ჯანმრთელი გარემოს ფერია. მთავარი კი არის გივიკო, ჩემი დისშვილი, რომელიც ჩემი საარჩევნო კამპანიის მუზა და ნაწილია. ჩვენ ერთად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია. გივიკო ჩემთვის მომავლის სიმბოლოა“, – ამბობს ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, მას სურს, რომ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგას და მშვიდად მივიდეს ცვლილებებამდე.