სტიქიის ტყვეობაში: როგორ უმკლავდება რაჭა წყალდიდობის შედეგებს – ვიდეო

განადგურებული ინფრასტრუქტურა, გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები – წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს მაღალმთიან რაიონს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რაჭა სტიქიური უბედურების შემდეგ.
Sputnik

რაჭაში ძლიერი წვიმების შედეგად ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები, რის გამოც ონის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. შედეგად – 12 სოფელი, რომლებშიც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს, გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიური უბედურების შედეგად ზარალმა შესაძლოა 150 მილიონ ლარს მიაღწიოს. ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, პარალელურად გაყვანილია რამდენიმე შემოვლითი გზა. ზოგიერთ სოფელში უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.