თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

თუშეთისკენ მიმავალი ულამაზესი გზა ერთ-ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვე გზა ჩაკეტილია.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72 კმ მონაკვეთზე აღდგა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-41 კმ მონაკვეთზე ადიდდა ხევები და მოსალოდნელი ღვარცოფის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშაბათს ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზის 1-11 კმ (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავს ომალოსთან აკავშირებს.

ულამაზესი გზა ერთ-ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვე კი ჩაკეტილია.