მთვარის კალენდარი: 30 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

30 ივლისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახში ურთიერთობების გამტკიცებაზე, ოჯახური ტრადიციების შენარჩუნებასა და საცხოვრებლის მოწყობაზე. კარგი დღეა ფუნდამენტური წამოწყებებისთვის, მაგალითად რემონტის ან სახლის მშენებლობის დაწყებისთვის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

გაზრდილია პროფესიული წარმატებების მიღწევის შანსი, არის ალბათობა, რომ თანხა მიიღოთ, ძლიერდება ენერგია, რომელიც საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ერთ–ერთი ყველაზე ნერგიული, იღბლიანი და ძლიერი დღეა. ადამიანები იგრძნობენ ძალებისა და ენერგიის მომატებას, რომ მთების გადადგმა შეუძლიათ. ყურადღებაა საჭირო იმ მხრივ, რომ არ გამოგეპაროთ სამსახურში წინსვლის შანსი.

რეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, განსაკუთრებით საოჯახო, ფინანსური საქმიანობა, კონტაქტები, დაწყებული საქმეების გაგრძელება, ორგანიზაციის – საკუთარი ან სადაც მუშაობთ – პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვა, კარიერაზე ზრუნვა, მუშაობა გუნდურადაც და დამოუკიდებლადაც.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის არაერთმნიშვნელოვანი დღეა. თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, მაშინ შეგიძლიათ სალონს ეწვიოთ. ასევე მაინცდამაინც არასასურველია თმის შეღებვა, რადგან, დიდი ალბათობით, ფერი მალე გახუნდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ სჯობს, უარი თქვათ გასხვლაზე. შეიძლება იმ ხილისა, ბოსტნეულის დარგვა–დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდება, ხეების, რომლებიც სწრაფად უნდა გაიზარდოს, მავნებლებთან ბრძოლა. არასასურველია ნიადაგის გაფხვიერება.