ყვითელი ამბები

„პატარა ცუგა უმალვე მიხვდა კახას ჩანაფიქრს...“ – ანუკი არეშიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე შეკვეთილის პლაჟიდან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ რა ჩაიდინა თბილისის მერმა.
Sputnik

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინტაგრამის“ „სთორიზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ იხსნა  თბილისის მერმა უსახლკარო ძაღლი მცხუნვარე მზისგან. შეკვეთილის პლაჟზე ამისთვის ქოლგა დაურჭო და ძაღლი ჩრდილში შეიყვანა. ოჯახი სასტუმრო „პარაგრაფში“ ისვენებს.

თბილისის მერის სიყვარული ცხოველების მიმართ ახალი თემა არაა. დაახლოებით ორი წლის წინ კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისი წამოიყვანა და მას მერიაში აცხოვრებს. ძაღლი სახელად „ტიფანი“ საკმაოდ აქტუალური იყო. კახა კალაძე მასთან ერთად უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. „ტიფანი“ ესწრებოდა ქალაქის მთავრობის სხდომებსაც. როგორც მერმა თქვა, „ტიფანი“ რომ ბიჭი ყოფილიყო, ფეხბურთის თამაშსაც ასწავლიდა.

შემდეგ კახა კალაძეს ახალი ძაღლი აჩუქეს. როგორც მისი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერდა, თბილისის მერს უძველესი იტალიური ჯიშის კანე კორსოს ოთხი თვის ლეკვი ხარკოვის დელეგაციამ აჩუქა. ლეკვს სახელად „ბუ“ დაარქვეს. ფეისბუქ–მომხმარებლები ლეკვის ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ. მერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ის კალაძემ სახლში წაიყვანა, სადაც მისი რიგით მეშვიდე ძაღლი იქნება.

როგორც ჩანს, ძაღლები ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომელთა მხიარულ ვიდეოებს და ფოტოებს მათი პოპულარული მშობლები ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. თბილისის მერს და დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი – ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსი - ნიკოლა კალაძე წყვილს 2018 წლის სექტემბერში შეეძინა.