ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში გამოვლენილ კორონავირუსის ხუთ ახალ შემთხვევაზე საუბრობს.
Sputnik
ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1 155 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და დღეს ჯამში გვაქვს 1 160. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ამჟამად არის 935. ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის „კოვიდ-ცენტრებში“ 246 ადამიანი მკურნალობს.