მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი „პრაიმშოუს“ მორიგი სეზონის დახურვას ესწრებოდნენ, რომლის გადაღება ერთობლივი ძალებით სვანეთში მოახერხეს. „მე ახლა ისევ სვანეთში ვარ.. ამ დაუჯერებელი სილამაზის სიტყვიერად გადმოცემა რთულია, ფოტოაპარატიც ვერ აღწერს! ეს უნდა ნახო და შეიგრძნო! 3300 მეტრზე ზღვის დონიდან „თეთნულდი“, – წერს გიორგი გასვიანი.
ორმა ტელესახემ ერთობლივი ვიდეო გადაიღო. კარგად ჩანს, რომ გიორგი გასვიანი დალი ჩიტალაძეს სვანურ ილეთებს ასწავლის. მთაში შესრულებულ სვანურ ცეკვას სხვა ხიბლი აქვს, ამაში ვიდეოც დაგარწმუნებთ, მით უმეტეს, რომ გიორგიმ და დალიმ ცეკვის შესრულება ერთ-ერთ სვანურ კოშკში გადაწყვიტეს.
სხვადასხვა პოზიტიურმა და შემეცნებითმა გადაღებამ ტელესახეები უფრო დააახლოვა. გიორგი გასვიანს პოლიტიკური თემატიკის გადაცემები ისეთივე რეიტინგით მიჰყავდა, როგორი რეიტინგითაც ქართულ მედიაინდუსტრიაში „სიცრუის დეტექტორი“ სარგებლობს.
ყველას კარგად ახსოვს გიორგის გამოჩენა ტელეკომპანია „იბერიაში“. „იბერიაში“ მუშაობის პერიოდი გამორჩეულად ეპატაჟური გამოდგა. ამ არხზე ხმაურიანი გადაცემები სწორედ გიორგი გასვიანის წამყვანობის პერიოდში გადიოდა. მაღალ რეიტინგსა და ინტერესს მისი გადაცემა „ფაბრიკაც“ იწვევდა. გადაცემებში ოპონენტები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, გიორგი გასვიანის მწვავე კითხვები კი საზოგადოებას მათ რეალურ პოზიციასა და სახეს უჩვენებდა. ასე ხდება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ შემთხვევაშიც. გიორგი გასვიანისა და პროდიუსერის პროფესიონალიზმის წყალობით ინტერნეტ-სივრცეში გადაცემის მონაკვეთები ვირუსულად ვრცელდება.
გიორგი გასვიანი საზოგადოებამ ჯერ თეატრის სცენიდან მსახიობის რანგში, მოგვიანებით კი პოლიტიკური გადაცემების წამყვანის ამპლუით გაიცნო. პოპულარული ტელესახე სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გადაცემები მაღალ რეიტინგს სწორედ სკანდალებით იღებდა. კრიტიკული კითხვები, სკანდალური სტუმრები და მძაფრი თემების განხილვა – გასვიანის ნიშად იქცა. მისმა უახლესმა ფოტომ დიდი ყურადღება მიიპყრო. გიორგი გასვიანი რამდენიმე ხნის მანძილზე სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე არ ჩანდა. ხაგრძლივი პაუზის შემდეგ გამოქვეყნებულ სურათზე კარგად ჩანს, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი სულ უფრო და უფრო იხვეწება.