ბათუმის „რვაფეხამ“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო

კაფე „ფანტაზია", რომელსაც ბათუმელები „რვაფეხას" უწოდებენ მისი იერსახის გამო, ბათუმის სავიზიტო ბარათი გახდა.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთმა სავიზიტო ბარათმა – კაფე „ფანტაზიის“ შენობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ინფორმაციას ამის თაობაზე აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შენობამ ძველი იერსახე შეინარჩუნა, ის მოზაიკით მოაპირკეთეს. მიმდებარე ტერიტორიაზე აღადგინეს შადრევანი და მოაწყვეს ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1975 წელს გაიხსნა. მოზაიკური შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ახალი ამბებისაქართველოკულტურა საქართველოში