არჩილ ჯაფარიძე: რაჭაში გარე სამყაროს 12 სოფელია მოწყვეტილი
© Sputnik
„ამ დროისათვის გარე სამყაროს ისევ 12 სოფელია მოწყვეტილი. ელექტროენერგიის მიწოდება ხუთ სოფელს აღუდგა. ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიადგა რაჭის რეგიონს სტიქიის მიზეზით. პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებული არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. საქმეში ორი ვერტმფრენია ჩართული“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
გუბერნატორის განმარტებით, საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილებში მაგისტრალის გასამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა.