თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერია მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. მთავარი გმირი ნინა, რომლის როლსაც ანა ტყებუჩავა ასრულებს, მისი საქციელის გამო მაყურებლების დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა.
გმირს ვერ აპატიეს, რომ ხუთი შვილის დედამ და ონკოპაციენტმა გადაწყვიტა ოჯახი დაეტოვებინა და სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებულიყო. ამისთვის კი მან მკურნალობის ისეთი მეთოდი აირჩია, როგორიცაა ლერწმით განკურნება, რაც, გასაგებია, ონკოპაციენტებისთვის არარელურია.
მსახიობი ანი ტყებუჩავა, როგორც ჩანს, მოსალოდნელ სკანდალს წინასწარ გრძნობდა და ამიტომ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა.
„მე ძალიან ვნერვიულობ. იმედი მაქვს სწორად გაიგებს მაყურებელი იმ ამბებს, რაც მოხდება და იმედი მაქვს, ცოტა მაინც შევძელი იმ გზავნილის მიტანა, რაც მინდოდა“, – დაწერა მსახიობმა. „ჩემი ცოლის დაქალები“ 2011 წლიდან დღემდე აქტუალობას არც ერთ სეზონზე არ კარგავს.
მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის პერსონაჟით გამოჩნდა. თუმცა საბოლოოდ არტისტს საზოგადოების აღიარება და სახელის მოხვეჭა რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
36 წლის მსახიობმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ქართულ ტელესივრცეში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. როლის გამო ანა ტყებუჩავამ გრძელი თმა შეიჭრა. უფრო სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ნინას გამო გადაიხოტრა. მოგეხსენებათ, სერიალის მიხედვით, ნინას სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რის გამოც ხუთი შვილის დედას თმები გასცვივდა.
ანა ტყებუჩავა არც ისე დიდი ხნის წინ დაოჯახდა. წყვილი ორ ულამაზეს ქალიშვილს ზრდის. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. პატარა გოგონებს მშობლებთან გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებულად უყვართ.