როდესაც წარსული აწმყოს ხვდება: მესტია ფოტოებში

Sputnik

ცოტა ხნის წინ ამ დასახლებულ პუნქტში, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი სვანური კოშკების მახლობლად, თანამედროვე შენობები გაჩნდა.

ზოგიერთი მათგანის არქიტექტურა ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი და უჩვეულოა. თავდაპირველად ეს შენობები, შესაძლოა, ვინმესთვის უცნაური ან საერთო სურათიდან ამოვარდნილი იყოს, თუმცა ისინი უკვე ამ პეიზაჟის ნაწილად იქცნენ. ეს შენობები რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა და ხშირად გვხვდება რეკლამებსა და ტურისტების მიერ გადაღებულ ფოტოებში.

1 / 17
მაღალმთიანი სვანეთი გასაოცარი მხარეა
2 / 17
ბევრი ადამიანი ოცნებობს აქ მოხვედრაზე, რათა დატკბნენ მთების პეიზაჟებით და ცნობილი სვანური კოშკები იხილონ
3 / 17
მესტიაში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეს უჩვეულო პატარა ქალაქი ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს
4 / 17
სვანეთის რაიონულ ცენტრამდე მსუბუქი ავტომობილით მისვლა მარტივად შესაძლებელია
5 / 17
აქ ასევე მოქმედებს თამარ მეფის სახელობის თანამედროვე აეროპორტი
6 / 17
აეროპორტის შენობა ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც ცოტა ხნის წინ აშენდა სვანეთში. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დავალებით დააპროექტა გერმანელმა არქიტექტორმა და მხატვარმა იურგენ მაიერმა, რომელიც მესტიაში სხვა შენობებსაც აპროექტებდა
7 / 17
სვანეთში ხიდებიც კი საკმაოდ უჩვეულოა
8 / 17
იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული შენობები განთავსებულია მესტიის ცენტრალურ მოედანზეც - ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაა
9 / 17
საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება პოლიციის შენობაც, რომელიც ხშირად გვხვდება რეკლამებში
10 / 17
მესტიაში ასევე განთავსებულია რამდენიმე მუზეუმი, ამიტომ დამსვენებლებს უამრავი რამის ნახვის საშუალება აქვთ
11 / 17
დღეისათვის პანდემიის გამო მესტიასა და სვანეთში ტურისტები თითქმის არ არიან. აქ ადრე ათასობით ადამიანი ისვენებდა ხოლმე
12 / 17
მსურველებს მესტიაში ჩვეულებრივი სამარშრუტო მიკროავტობუსებითაც შეუძლიათ წასვლა
13 / 17
ტურისტების ნაკლებობის გამო რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება
14 / 17
აქ სახლებსა და სასტუმროებში თანამგზავრულ ანტენებს იყენებენ
15 / 17
შთამბეჭდავი ხედები და უჩვეულო გარემო - სწორედ ამისთვის მიდიან მესტიაში
16 / 17
ამიტომ, სვანეთში სტუმრობა ნამდვილად ღირს
17 / 17
მაღალმთიანი სვანეთი - ეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა