რატომ იკეტება კუს ტბის საბაგირო გზა

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი  — Sputnik.  კუს ტბის საბაგირო 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური.

საბაგირო გზის დროებითი გაჩერების მიზეზი  რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოებია.

კუს ტბის საბაგირო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 30 ივნისს დაუბრუნდება.

 „თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დიკომფორტის გამო ბოდიშს იხდის“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს - ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე და რიყის პარკიდან ნარიყალამდე.

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.