მსოფლიო დღეს

გაერო პირბადეების ცუნამიზე ალაპარაკდა: პლანეტის დაბინძურების მასშტაბები იზრდება

პლანეტაზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კორონავირუსისგან დამცავი საშუალებების მასობრივად გამოყენება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დამცავი პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებების ფლაკონები და კვების პროდუქტების შეფუთვები გარემოს კიდევ მეტად დაბინძურების მიზეზი გახდა, იუწყება გაეროს პრეს-სამსახური.

ტკბილი კომპონენტი: შექმნილია პარკები, რომლებიც ზღვის წყალში იშლება
„ჩვენს ქუჩებს, პლაჟებსა და ოკეანეებს ნარჩენების ცუნამმა გადაუარა, მათ შორისაა დამცავი პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებების ფლაკონები და კვების პროდუქტების შეფუთვები“, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ პლანეტის პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურება ისედაც მასშტაბური ხასიათისა იყო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ახლა კი, ინდივიდუალური დაცვის ნივთებზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს მსოფლიო ოკეანის ყველაზე მასშტაბური წმენდა პლასტიკური ნარჩენებისგან. მათ 48 დღის განმავლობაში 103 ტონა ნაგავი შეაგროვეს.