ყვითელი ამბები

ანა შელიას ვერ იცნობთ - მოდელს მუცელი საგრძნობლად გაეზარდა - უახლესი ფოტოები

ანა და ლაშა სულ მალე მშობლები გახდებიან. ანა შელიამ ფეხმძიმობის პერიოდის მორიგი უსაყვარლესი სურათი გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურება მოდელი?
Sputnik

ანა შელია ნაზი გარეგნობით ბევრ ბიჭს ხიბლავდა. ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შეაჩერა. ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ანა 14 წლის იყო.

ლაშა, თავის მხრივ, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ასაკის გაგების შემდეგ ანა აღარ შეუწუხებია. თუმცა ბედისწერამ გამორჩეული წყვილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ შეახვედრა. ანა ლაშას სულ მალე შვილს გაუჩენს. მოდელი რადიკალურად შეიცვალა. შელიას ფეხმძიმობა განსაკუთრებულად მოუხდა.

წყვილი ნიშნობამდე ლონდონში ერთად ცხოვრობდა. მათ იმდენად შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ბევრს და-ძმა ჰგონია. ანა უსიმპათიურესი ქმრის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ზაფხულის ცხელ დღეებს წყვილი აუზზე ატარებს. ანა შელიას ქმრის ნახევრადშიშველმა დაკუნთულმა ტანმა ბევრი ქალბატონის ყურადღება მიიქცია. მართლაც, ლაშა ნამდვილ დევს ჰგავს, ანას კი მისი სახით – უძლიერესი პარტნიორი.

2017 წელს მთელი საქართველოს ყურადღება ახალბედა მოდელმა მიიქცია. ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.