ქარიშხალი, წვიმა, სეტყვა: ლენტეხის რაიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ძლიერ ქარიშხალს, რომელმაც ხეები წააქცია და შენობებს სახურავები გადახადა, სეტყვაც დაემატა, რომელმაც ნათესები და ბოსტნები დააზიანა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კოკისპირულმა წვიმამ სეტყვასთან ერთად და ქარიშხალმა ლენტეხის რაიონის სოფლებში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 29 ივლისს

დაზარალდა ექვსი სოფელი. რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, სტიქია რაიონს გამთენიისას დაატყდა თავს. დაზიანდა ადგილობრივების ნათესები და ბაღ-ბოსტნები.

ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია ხეები. ზოგიერთ ადგილზე კი წაქცეულმა ხეებმა შიდა გზები გადაკეტა.

ადგილზე დილიდან მუშაობენ სპეციალური ჯგუფები. რამდენიმე სოფელში უკვე გაწმინდეს გზები ხეებისგან. ჯაფარიძის თქმით, ამჟამად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.