საქართველოში არადეკლარირებული მედიკამენტები შემოჰქონდათ

მთლიანობაში 4,7 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესაზღვრე ოფიცრებმა „სარფის“ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე  5,8 კგ არადეკლარირებული მედიკამენტები ამოიღეს.

მთლიანობაში 4,7 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

ტელეკომპანია Imedi–ის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლს არადეკლარირებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისი ჯარიმა დაეკისრა.