ფრანგულ აუქციონზე მოსკოვის ოლიმპიადის ჩირაღდანი გაიყიდა

გარდა მოსკოვის 1980 წლის თამაშების ჩირაღდნისა, აუქციონზე ასევე გაიყიდა ოლიმპიური რგოლების ორიგინალური ნახატიც.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ჩირაღდანი საფრანგეთის ქალაქ კანის აუქციონზე გაიყიდა, იუწყება Invaluable.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩირაღდანი 2,5 ათას ევროდ შეიძინა მსურველმა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 1980 წლის 19 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდა. „ლუჟნიკების“ დიდ სპორტულ არენაზე ოლიმპიური ცეცხლი კალათბურთელმა სერგეი ბელოვმა აანთო.

ფრანგულ აუქციონზე მოსკოვის ოლიმპიადის ჩირაღდანი გაიყიდა

ცნობილია, რომ ოლიმპიადა 80-ის ჩირაღდანი ვალენტინ ლიუბმანმა და ბორის ტუჩიბმა შექმნეს. მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო მის ცენტრში ოლიმპიადის ემბლემაა განთავსებული. 

გარდა ჩირაღდნისა, კანის აუქციონზე ასევე გაიყიდა სხვადასხვა წლების ოლიმპიური თამაშების ატრიბუტები, მათ შორის, ოლიმპიური რგოლების ორიგინალური ნახატი, რომელიც თანამედროვე თამაშების დამაარსებელ პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის. ნახატი 185 ათას ევროდ გაიყიდა.