ყვითელი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს – რომანტიკული ფოტო

ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა. ნახეთ რა ფოტოს უქვეყნებს ცნობილ ჩოგბურთელს გერმანელი საცოლე სოციალურ ქსელში.
Sputnik

„მადლობა კორონა ამ დროისა და ამ ადამიანებისთვის“ – ამ სიტყვებით აქვეყნებს გერმანელი ჩოგბურთელი კარლოტა ჰელენა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოს. ფოტოზე კარლოტა, მისი შეყვარებული, ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და თენგო ბასილაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებიან. როგორც ჩანს, ძმები ბასილაშვილები რჩეულებთან ერთად აჭარაში ისვენებენ.

ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლზე ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.