თინა კანდელაკი შვილის სიურპრიზით აღფრთოვანებულია. მელანიამ დედას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა და მისი გული მოიგო. თინამ ვერ მოითმინა და ქართული წარწერით შესრულებული ნახატი „ფოლოვერებს“ გაუზიარა. Instagram-ზე გამოქვეყნებული ნახატი მის პორტრეტს, პატარა თინას ჰგავს. აღნიშნულ ფოტოს აღწერაში თინა მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა – „ვგავარ?“. სურათზე უფროსი ქალიშვილი აღნიშნა და ამით ყველა კითხვას უპასუხა. მელანიამ ნახატი ქართული წარწერით შექმნა. „როცა ხეები დიდები იყვნენ“ - ეს ქართულენოვანი წარწერა ამშვენებს პორტრეტს.
Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით უფროსია. თინას პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მათი გარეგნობით თინამ ბევრი ადამიანი დააინტერესა. წარმატებული ჟურნალისტი და მედიის ხელმძღვანელი სიახლეებს არ უშინდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარ მოტივატორადაც იქცა და ახლა ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს პროფესიულ რჩევებს აძლევს.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და თავდაპირველად მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში. „ქართული ოცნების“ დაფუძნების და 2012 წელს არჩევნებში მოგების პერიოდში ქალაქში ჭორები გავრცელდა – ამბობდნენ, რომ თინა სამშობლოს ვიცე-პრემიერის რანგში დაუბრუნდებოდა. ეს ინფორმაცია ჭორადვე დარჩა.
თინა კანდელაკის მიმართ ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნადაა განწყობილი. მის პოლიტიკურ შეხედულებებს თანამემამულეები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად მას უპირისპირდებიან. მიუხედავად ამისა, თინას მიერ გაზიარებულმა ნახატმა მრავალი ქართველის პოზიტიური დამოკიდებულება გამოიწვია.