მთვარის კალენდარი: 27 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 ივლისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ესაა ვნებისა და ფლირტის დღე, ადამიანებს ძლიერი განცდები იპყრობს. მთვარეს მორიელის ნიშანში ძალზე მგზნებარე ურთიერთობების აღმოცენება შეუძლია, ამასთან, მას ურთიერთობების გამტკიცებაც მოაქვს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

აქტიური დღეა. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი მოვლენები. ამ დღეს განსაკუთრებით მწვავედ დადგება ყველა ის საკითხი, რომელთა გადაჭრაც აქამდე ვერ მოხერხდა. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებები, კონფლიქტები, საგანგებო ვითარებები. ახლად წამოწყებული საქმეები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე ამის სურვილი გვაქვს.

არასასურველია ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყება.

რეკომენდებულია ძველი პროექტებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება, მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხების გადაჭრა, ახალი პარტნიორების მოძებნა, ძირითადად ინდივიდუალური მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება, გადატვირთვა სამუშაოზე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. კარგია უფრო სუსტი და თხელი თმის შეჭრისთვის. შესაძლებელია შეღებვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ფერის კარდინალურად შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, შედეგი, დიდი ალბათობით, არ დაგაკმაყოფილებთ. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

მებაღეობა: ბაღში მუშაობისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს შეიძლება დარგვა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება, პიკირება, გაზონების გაკრეჭა, ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვა, მათთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა. არარეკომენდებულია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა, კარტოფილის ამოღება.