მსოფლიო დღეს

მძინარე ქალი აივნიდან გადავარდა და ხერხემალში დაიმტვრა: რა მოხდა კურორტზე

წყვილს კურორტზე შვებულების მშვიდად გატარება არ დასცალდა – ღამის კოშმარში მყოფ მძინარე ქალს ტრაგედია შეემთხვა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ესპანეთის კურორტ იბიცაზე დასასვენებლად ჩასული ქალი ძილში აივნიდან გადავარდა და ხერხემალი დაიმტვრია, იუწყება BBC News.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის ქალი კორალ სკიპი იბიცაზე საქმროსთან ჯონ ლოიდთან ერთად იყო ჩასული.

​როგორც ირკვევა, 23 ივლისის ღამით ლოიდს შუაღამისას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საცოლე გვერდით არ ეწვა. უეცრად კაცს კორალის ხმა ქუჩიდან შემოესმა, სასტუმროს აივნიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ქალი ძირს ეგდო.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, კორალ სკიპს კოშმარი დასიზმრებია, მძინარე გასულა აივანზე და გადავარდნილა კიდეც.

ქალი საავადმყოფოში ხერხემლისა და თეძოების მოტეხილობით გადაიყვანეს. ექიმებმა პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ტრავმები იმაზე მეტად სერიოზულია, ვიდრე ეს თავდაპირველად ეგონათ.

მედიკოსების თქმით, კორალ სკიპს საავადმყოფოში, სულ ცოტა, ოთხი თვის გატარება მოუწევს.