მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე
Sputnik
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი
„დაგვემატა მხოლოდ ექვსი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გახლავთ 1137. გამოჯანმრთელდა ორი და გახდა 922. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია: ოთხი გახლავთ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო არის გაჩიანი. ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობა რამდენიმე დღეა, სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია “, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.