ყვითელი ამბები

ბერამ ნანუკას პლაჟზე რომანტიკული ვახშამი მოუწყო – ვიდეო სოციალური ქსელიდან

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყო ბერამ მეუღლეს.
Sputnik

მუსიკოს ბერა ივანიშვილის და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის ერთობლივი რომანტიკული ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა. რომანტიკული ვახშამი სავარაუდოდ შეკვეთილის ქვიშიან სანაპიროზეა გადაღებული, სადაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ულამაზესი სახლი აქვს. წყვილი იმპროვიზაციას მუდმივად მიმართავს და მათ TikTok-ზე ახალ-ახალი ვიდეოები თითქმის ყოველდღე ჩნდება.

ბერა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში ბერა მამასთან ერთად ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს. შემდეგ ბერამ დედა და ძმაც გამოაჩინა. სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიისას გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

​ვიდეოებში მათი ვაჟი ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.