ზურა მხეიძე: შეიძლება შევამჩნიოთ გვატყუებენ თუ არა?- შეიძლება
© Sputnik
„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა ამოცანა მქონდა გამერკვია იტყუებოდნენ თუ არა - არც ერთ შემთხვევაში არ შევმცდარვარ. ოღონდ, შევთანხმდეთ იმაზე, თუკი ამოცანა მაქვს, რომ ეს გავარკვიო. თორემ ადამიანმა რომ მითხრა: დღეს გოჭი ვჭამე, დავიჯერებ, თუ არ მაქვს ის ამოცანა, რომ გავარკვიო მატყუებს თუ არა“- ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.
ფსიქოლოგი ზურა მხეიძის აზრით, როცა ვიღაც ამბავს გიყვებათ გაქნილი მატყუარები ცდილობენ, რომ ბევრი მონათხრობში დეტალი შეიტანონ რათა ეს თქვენთან ტყუილად არ გამოჩნდეს. თუ მე პირდაპირ ტყუილი ვთქვი, მთელი ეს ზონა ჩემი ნათქვამისა, დისკომფორტისაა. როცა ადამიანი რაღაც დეტალებში რაღაცას გიყვებათ უკვე შეიძლება დაეჭვდე, რომ ტყუილია. თუმცა აქ ისიც გავითვალისწინოთ, რომ სინამდვილეშიც არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ჩვეულია შორიდან ამბის მოყოლა.