თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში ნახევარ წელიწადში უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი 54 ადამიანს მიენიჭა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები >>
უწყების მონაცემებით, 54-დან იპოვეს 26, აქედან რვა უკვე გარდაცვლილი იყო.
ნაპოვნი ადამიანებიდან ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, ორი თურქეთის და ორი – ნიდერლანდების. თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენი უცხოელები - ცოცხლები.
ბოლო ნახევარ წელიწადში პოლიციამ 18 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ვერ იპოვა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ეძებენ:
უგზო-უკვლოდ დაკარგულები | ასაკი |
8 ადამიანი | 60 წელს ზემოთ |
1 ადამიანი | 18-დან 24 წლამდე |
7 ადამიანი | 25-დან 44 წლამდე |
5 ადამიანი | 45-დან 60 წლამდე |
შსს-ს მონაცემებით, 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი, დაახლოებით 5 ათასის პოვნა მოხერხდა.
დღეისათვის საქართველოში 986 ადამიანს ეძებენ: 204 ქალსა და 782 მამაკაცს, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებიდან ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.