ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

უკვე 1 აგვისტოს მილიარდერის ყოფილი თანამოაზრეები საზოგადოებას წარუდგენენ წინასაარჩევნო კამპანიას, ხოლო 10 აგვისტოს - მაჟორიტარ კანდიდატებს
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს, არჩევნებისთვის აქტიური მომზადება ქუთაისის რეგიონული ოფისის გახსნით დაიწყეს, იუწყება ტელეარხი Imedi პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

თემურ აბაზოვის ამბიციები და სკანდალი: „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას ადგენს >>

პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ივნისში დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს - ესენი არიან მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ჯაბა ჯიშკარიანი და ზვიად კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო არჩევნები 2020: კვირის შედეგები

უკვე 1 აგვისტოს მილიარდერის ყოფილი თანამოაზრეები საზოგადოებას წარუდგენენ წინასაარჩევნო კამპანიას, ხოლო 10 აგვისტოს - მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისის რვა ოლქში.

გარდა ამისა, პარტია 20 აგვისტოს შემდეგ აპირებს გამგზავრებას რეგიონებში, სადაც გახსნის თავის ოფისებს და მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენს.

დღეისათვის ცესკო პარტიის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიებისთვის ხმის მიცემით, ხოლო 30-ს - მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებისთვის კენჭისყრის შედეგად.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 550 054 საქართველოს მოქალაქეს - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.