COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 30 ათასს აღწევს

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 30 050 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 684 ადამიანი, ხოლო 417 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე–ღამეში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღეს - 321), იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

ამავე დროს გამოჯანმრთელდა 602 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 16 მილიონს აჭარბებს

ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში კორონავირუსის ფონზე არსებული დაავადებების გართულებებით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 30 050 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 684 ადამიანი, ხოლო 417 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 6949 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 683 548 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7296 - გასულ დრე-ღამეში.