ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 28 ივლისს

სამშაბათს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ცხელი ამინდი ელოდებათ - დღისით მაქსიმალური კი პლუს 35 გრადუსია ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში სამშაბათს, 28 ივლისს მზიანი და ცხელი ამინდი იქნება.

მზე 05:51 საათზე ამოვა და 20:22 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 25, დღისით მაქსიმალური კი პლუს 35 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.