ყვითელი ამბები

ალექსანდრა პაიჭაძე სასტუმროს ნომერში სრულიად შიშველი პოზირებს - სექსუალური ფოტოები

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე თელავის სასტუმროში ნებივრობს. მან აქ უახლესი ფოტოსესია მოიწყო. ცეცხლოვანი სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ფოლოვერები“ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. როგორ გამოიყურება შიშველი მოდელი?
Sputnik

ალექსანდრა პაიჭაძემ „ინფლუენსერობა“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ქართველი ვარსკვლავები სარეკლამო ბიზნესში წინ ნელ-ნელა მიიწევენ. ალექსანდრა პაიჭაძე მათ რიგში სამაგალითო ადგილს იკავებს. მოდელის  თითოეული ახალი ფოტოსესია ვნებათაღელვას იწვევს. ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. ფეხბურთელის ყოფილი ცოლი თელავის ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროს ნომერში გადაღებულ ფოტო-ვიდეოს აქვეყნებს. მზის ჩასვლა და მოდელის მოხდენილი მოძრაობები ბევრმა ადამიანმა მოიწონა.

ალექსანდრა საქართველოს ულამაზეს კუთხეებსა და ტრადიციულ კერძებს პოპულარიზაციას უწევს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა თვეების განმაბლობაში ქვეყნიდან შორს - ცხელ დუბაიში ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მუშაობდა. ახლა კი, სოციალურ ქსელს სხვადასხვა ბრენდის „გასაპიარებლად“ იყენებს. ალექსანდრას უახლესმა ვიდეოგადაღებამ ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია. კრიტიკული კომენტარები ახლაც არ წყდება. მის უახლეს ვიდეოს ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა. აი, რას წერს მსახიობი: „ჩვეულებრივ მოკვდავებს ნუ გვაკომპლექსებ!“, რაც ალექსანდრამ უპასუხოდ დატოვა.

ტელეწამყვანის თითოეული ფოტოსესია წინაზე ბევრად ცეცხლოვანი და სექსუალურია. საკმარისია მის გვერდზე შეიჭყიტოთ, ამაში თავად დარწმუნდებით. ალექსანდრა ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულია. ბუნებრივია, ცნობილი მოდელის პერსონალურ გვერდზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად აქტიურობენ. მიუხედავად ამისა, მშვენიერი ალექსანდრა ისევ მარტოა.

უჩვეულო და უცხო ფოტოსესიებით გამორჩეული ფოტომოდელი სკანდალურებს არ უშინდება. მისი ყოველი ახალი ფოტო, ახალ სალაპარაკოს აძლევს ადამიანებს. გარდა სალაპარაკო თემისა, ალექსანდრამ განსხვავებულ ხერხს მიმართა, რომელმაც მის გარშემო თავმოყრილი ადამიანები მეტად დააინტერესა. სოციალურ ქსელში მისი ყოველი პოსტი გამორჩეულად ლამაზი ფილოსოფიური ან საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ფრაზებით გახადა.