კბილის ტკივილი ერთ–ერთი უსიამოვნო შეგრძნებაა, რაც ადამიანს შეუძლია გამოცადოს. როდესაც კბილის პრობლემა გაქვთ, რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი სტომატოლოგთან ვიზიტი და მისგან რჩევების მიღებაა, თუმცა თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ ექიმთან ვიზიტს, ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ კბილის ტკივილის შეჩერებაში.
ნიორი
ცნობილი ფაქტია, რომ ბევრ სასარგებლო თვისებებთან ერთად ნიორს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება. გატარებულ ნიორს დაამატეთ რამდენიმე მწიკვი მარილი და დაიდეთ დაზიანებულ კბილზე. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ ჩაღეჭოთ ერთი-ორი კბილი ნიორი ისე, რომ დაზიანებულ კბილთანაც მოხვდეს, რათა შეგიმსუბუქდეთ ტკივილი.
ხახვი
ხახვს გააჩნია ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ ის მარტივად დაგვეხმარებათ კბილის ტკივილის დაძლევაში. კბილის ტკივილის პირველივე ნიშნებზე, ჩაღეჭეთ უმი ხახვი რამდენიმე წუთის განმავლობაში და კბილის ტივილიც გაივლის. ხახვის უმად ჩაღეჭვა არც ისე მარტივია, ამიტომ თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ მოჭერით სასურველ ზომაზე და დაიდეთ დაზიანებულ კბილსა და ღრძილზე.
ყინულის კუბიკები
გაგიკვირდებათ და კბილის ტკივილის დროს ყინულის კუბიკი ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც ცერა და საჩვენებელი თითების შემაერთებელ ძვალზე უნდა დაიდოთ 5–7 წუთის განმავლობაში. პროცედურა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ნერვული იმპულსები ირეცხება და შესაბამისად კბილის ტკივილიც ქრება.
ვანილი
კბილის ტკივილის დროს ეფექტურ საშუალებად ითვლება ვანილის კრისტალები. მტკივან კბილზე თუ მოიყრით ვანილს, ტკივილი ცოტახანში გაქრება. ტკივილის გაყუჩების გარდა, ვანილი აცხრობს შეშუპებას.
მარილიანი წყალი
კბილის ტკივილის დროს კიდევ ერთი მეტად ეფექტური საშუალება არის მარილიანი წყალი. მარილიანი თბილი სავლები მალევე გაგიყუჩებთ ტკივილს. ცნობილია, რომ მარილი ებრძვის დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, შესაბამისად დისკომფორტიც მალე გაქრება. სტომატოლოგები იძლევიან რეკომენდაციას, მარილიანი თბილი წყლის სავლები ყოველი ჭამის შემდეგ მოვიხმაროთ კბილების ჯანმრთელობის პროფილაქტიკისათვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ!