თბილისში ერთი კვირის წინ დაკარგული 15 წლის გოგონა იპოვეს: რა მოხდა სინამდვილეში

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახლიდან ორჯერ გაიქცა. პირველად იგი ქობულეთში წავიდა მეგობრებთან ერთად და შემდეგ სახლში დაბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 15 წლის გოგონა იპოვეს, რომელიც გასულ კვირაში დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა

გოგონა ექვსი დღის წინ გაუჩინარდა. სახლიდან წასვლის წინ მან დედას წერილი დაუწერა, რომელშიც ამბობდა, რომ მისი მოძებნა არ ეცადათ.

როგორც დაკარგულის მამა აცხადებს, რომელიც ცოლს გაცილებულია, გოგონას მასთან კონფლიქტი არ ჰქონია.

აღმოჩნდა, რომ გოგონა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახლიდან ორჯერ წავიდა. პირველად იგი ქობულეთში წავიდა მეგობრებთან ერთად და სახლში რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა.

ამჯერად იგი დედაქალაქში იპოვეს. შსს-ს ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.