ყვითელი ამბები

„ასე თუ გადარდებდათ...“- ღვინიაშვილი თმის გადაპარსვასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს

სალომე ღვინიაშვილმა საუცხოო იმიჯი მოირგო. მოგვიანებით კი, საზოგადოების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟის გამო ტელეწამყვანმა საჯარო ვიდეო გამოაქვეყნა. რას ამბობს სალომე ღვინიაშვილი?
Sputnik

მოდელმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ თმა არ გადაუპარსავს და ეს უბრალო გრიმი იყო. „გადავწყვიტე რომ დაგენახოთ, იმიტომ რომ ჩემმა თმამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო, ასე ძალიან თუ გადარდებდათ ჩემი თავი. ეს იყო გადაღებისთვის გრიმი, რომელიც არაჩვეულებრივად შეასრულეს გიგა ბაგრატიონმა და სოფო მაჭავარიანმა. მათ დიდი მადლობა! ჩემი თმა ადგილზეა და ყველაფერი კარგად არის!“,- ამბობს სალომე.

სკანდალური ფოტოსესია მოდელმა ერთი დღის წინ გადაიღო. მან რამდენიმე ვიდეო წარწერით „ჩემი ინსპირაცია“ გააზიარა. აღნიშნულ ვიდეოებზე მეუღლე, ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი მონიშნა. მოდელმა ამით აღნიშნა, რომ გაპარსული თავის იდეა ქმრის იმიჯისგან აღმოცენდა.

ყველამ იფიქრა, რომ სალომემ თმა მართლა გადაიპარსა და მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით საზოგადოება გაოცდა. აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში სალომემ უამრავი წერილი მიიღო. პროფესიონალურად მაღალ დონეზე შესრულებულმა გრიმმა თითოეული ფანი გააოგნა.

ღვინიაშვილის სავიზიტო ბარათი სწორედ მისი ხვეული და შავი თმაა. სალომე ღვინიაშვილის სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფოტოებითაა სავსე. მისი ვირტუალური სივრცე ერთი განსაკუთრებული მიკრობლოგია, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 192-მდე მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა. სალომე ღვინიაშვილმა განვლილ ცხოვრებაზე ერ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.