რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია ტარდება

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით  კომენტარი არ კეთდება – სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს.
Sputnik

 

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. რუსთავი-თბილისის  ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩატარდა: დეტალები

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.  

სამართალდამცველებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს. ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.