ნანკა კალატოზიშვილი: საკუთარ თავზე დაჩქარებულად დავიწყე მუშაობა
© Sputnik
„მე უფრო ართქმა მაწუხებს ხოლმე, ვიდრე იმის თქმა, რაც მწყინს. მერე ამაზე ბევრს ვფიქრობ და დიდხანს განვიცდი, ამიტომ მირჩევნია დავიხარჯო. მე ვერავის ვერაფრისკენ ვერ მოვუწოდებ და ზოგადად სიტყვა „უნდა“ არ მომწონს - შენ ეს უნდა გააკეთო ან არ უნდა გააკეთო. მაგალითად, მე არ მესმის ის, რომ ხორცი აუცილებლად უნდა ჭამო. გაზრდიან ხოლმე ცხოველებს, მასზე ზრუნავენ და ბოლოს კლავენ - ასეთი რამ არ მესმის“- ამბობს ნანკა კალატოზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს: „როდესაც ეგოისტი არ ხარ, რეალურად დაიწყებ სხვებზე ფიქრს, შენ რომ გტკივა - შეიძლება სხვასაც ეტკინოსო. თუ სხვა ადამიანზე ფიქრს იწყებ, მაშინ მდგომარეობიდანაც უფრო ადვილად გამოდიხარ. მე ამან მიშველა, როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემი ცუდად ყოფნა შეიძლება აისახოს დანიზე, დედაჩემზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მიყვარს.“