ყვითელი ამბები

მაია ასათიანმა ძაღლი ვარდისფრად გადაღება - როგორ გამოიყურება „ბუბი“ ახალი ვარცხნილობით?

ჟურნალისტს რამდენიმე შინაური ცხოველი ჰყავს. ასათიანს ცხოველები ძალიან უყვარს და მათ შვილივით უფრთხილდება. პოპულარულმა ტელეწამყვანმა ერთ-ერთი ძაღლი სალონში გასალამაზებლად მიიყვანა. როგორ შეუცვალა წამყვანმა ოთხფეხა მეგობარს ვარცხნილობა?
Sputnik

ცნობილი ჟურნალისტი შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. მისი უსაყვარლესი პატარა ჯიშის ძაღლი შინაური ცხოველებისათვის განკუთვნილ სალონში დამაჯერებლად ზის და სტილისტის დაწყებულ სამუშაოს ელოდება. მაია ასათიანის გადაწყვეტილებით თოვლივით ფითქინა ძაღლის ბეწვი ვარდისფერში გარდაიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა წარმოუდგენელი ტრაგედია და ტკივილი განიცადა, ის სხვების გამხნევებას არ წყვეტს.

მის სახლში ძაღლებთან ერთად მაია ასათიანის მზრუნველი ხმა ისმის და ჟურნალისტი თავს მარტოდ არ გრძნობს. ტელესახემ „დუდი“ ნუცას უყიდა. ციმბირული ჰასკი დღესაც მოუთმენლად ელოდება ნუცას. სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა უამრავ ადამიანს აუჩუყა გული. მაია ასათიანმა თავად გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო. ვიდეოზე ჟურნალისტი „დუდის“ მოუწოდებს, რომ ნუცას არ დაელოდოს, რადგან ნუცა აღარაა, მაგრამ უშედეგოდ. „დუდი“ კარს არ შორდება.

ჟურნალისტი სახლში ძალიან ხშირად ორ ძაღლთან და კატასთან ერთად ნებივრობს. საყვარელ ცხოველებს თოთო ბავშვებივით უვლის და ათამამებს. ამ პროცესის ამსახველ სახალისო ვიდეოებს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ცხოველების ბევრ მოყვარულს აერთიანებს. მისი კამერის ობიექტივში ფავორიტი ცხოველები უკვე ძალიან ბევრჯერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი მოვლის პროცესს, მაიას მიერ ცხოველების აღზრდას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა.

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აღწერს. მისი დილის დაწყება და საღამოს დასასრული უკვე ბევრმა ადამიანმა იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო. ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ნუცას გარდაცვალების შემდეგ ჰკიდია.