„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“

წიგნები, რომლებიც ერებს აახლოებენ – თბილისში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია რუსული ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებზე, რომლებმაც საქართველოს კულტურაში კვალი დატოვეს.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. უნიკალური სერია წიგნებისა „რუსები საქართველოში“, რომელიც ქართულ კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირებულ რუსული ხელოვნების საკულტო მოღვაწეებზე მოგვითხრობს, სამი ახალი გამოცემით შეივსო – წიგნების ახალი გმირები არიან რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი, პოეტი ბელა ახმადულინა და პოეტი და პედაგოგი კონსტანტინ გერასიმოვი.

იმაზე, თუ როგორ იწერებოდა წიგნები და რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ გამოცემას ორი ქვეყნის კულტურული დიალოგისთვის, „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე სერიის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ სვატიკოვმა და წიგნების ავტორებმა – თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელმა ნინა ზარდალიშვილი-შადურმა, გრიბოედოვის თეატრის მუზეუმის გამგემ ინა ბეზირგანოვამ და ჟურნალისტმა და მწერალმა ანასტასია ხატიაშვილმა ისაუბრეს.

„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“

როგორც ითქვა, სერია „რუსები საქართველოში“ საკმაოდ სოლიდური რაოდენობის გამოცემებს ითვლის. მათ შორის არის გამოცემები, რომლებიც ეძღვნება ლევ ტოლსტოის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკს, ოსიპ მანდელშტამს, ნიკოლაი გუმილიოვს, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს, გიორგი ტოვსტონოგოვსა და მრავალ სხვა ნიჭიერ ადამიანს.

„მაგრამ წინ ჯერ კიდევ უთვალავი ნაშრომია, – აღნიშნა სერიის რედაქტორმა ალექსანდრ სვატიკოვმა. – საქმე ისაა, რომ, როგორც წიგნების ამ სერიის გამოცემის დასაწყისში პროექტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სვენტიცკიმ განაცხადა, ამ სერიაში გამოვა ორი ათასამდე წიგნი. მთავარია, იყოს დაფინანსება, რათა არ დასრულდეს იმ რუსების სია, რომლებმაც კეთილი, შესამჩნევი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ასეთი კი ბევრი იყო“.

გერასიმოვის ქველმოქმედება 90-იანებში

წიგნის „ჩვენ ეს საუკუნე უმიზნოდ არ გაგვყავს...“ შექმნაზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სონეტოლოგსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარულ პროფესორს კონსტანტინე გერასიმოვს ეხება, მუშაობდა გრიბოედოვის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ნინა ზარდალიშვილი-შადური. მას წილად ხვდა ბედნიერება, პირადად მოესმინა გერასიმოვის ლექციები.

„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“

„კონსტანტინე სერგის ძე გერასიმოვი დიდაქტიკისა და განათლების კუთხით უამრავი კეთილშობილი საქმით იყო დაკავებული, რაც ბევრისთვის უცნობია, – აღნიშნა შადურმა. – ჩვენ ვფიქრობდით, რომ აუცილებელი იყო არა მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ დღესდღეობით მისი სტატიები სონეტოლოგიაზე ფუძემდებლურია. გვინდოდა იმის შეხსენებაც, როგორი შესანიშნავი პოეტი იყო იგი. თხზავდა 50 წლის განმავლობაში და ამ 50 წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ ლექსებს წერდა. გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე გამოსცა თავისი ლექსების კრებული“.

ავტორმა აღნიშნა, რომ რთულ 90-იანებში გერასიმოვმა გახსნა საქველმოქმედო საკვირაო სკოლა, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო მისვლა. კონსტანტინ გერასიმოვმა შექმნა ასევე პოეტური სტუდია „დასახლებული კუნძული“, სტუდენტური სამეცნიერო წრე და მრავალი სხვა.

მეიერჰოლდის გემოვნება

დიდებულ რეჟისორზე, მსახიობსა და პედაგოგზე, მეიერჰოლდზე და წიგნ „მძვინვარე რეფორმატორზე“ ისაუბრა გრიბოედოვის თეატრის მუზეუმის გამგემ ინა ბეზირგანოვამ. მისი სიტყვებით, ამ დონის მნიშვნელოვან ფიგურასთან შეხება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის რეჟისორის თეატრის განვითარებას, იყო უდიდესი ბედნიერება.

„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“

„ტფილისი იყო ქალაქი, სადაც მეიერჰოლდმა ყველაზე ნათლად გამოავლინა საკუთარი თავი“, – აღნიშნა ბეზირგანოვამ. – უპირველეს ყოვლისა, მინდოდა მეჩვენებინა მისი მნიშვნელობა, როლი ტფილისისთვის. ბოლოს და ბოლოს, პუბლიკამ შეძლო მაღალმხატვრული ღირებულების დადგმების ხილვა. მეიერჰოლდმა მოიტანა სწორედ ხარისხი, ასევე რეჟისორის თეატრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეიერჰოლდის როლი უზარმაზარია, რადგან მან ხელი შეუწყო ტფილისში მაყურებლის გემოვნების ჩამოყალიბებას, ვინაიდან საზოგადოება იზრდებოდა ოპერებსა და მუსიკალურ სპექტაკლებზე.

გენიალური პოეტესა

გამოჩენილი პოეტი ქალის ბელა ახმადულინას შემოქმედებაზე ისაუბრა წიგნის „მეტი, ვიდრე სიზმრები“ ავტორმა ანასტასია ხატიაშვილმა. მისი თქმით, ახმადულინას შემოქმედება მას სიყმაწვილიდან იტაცებდა, ამიტომ ძალიან გაუხარდა, როდესაც „რუსულმა კლუბმა“ წიგნის დაწერა სწორედ ამ პოეტზე შესთავაზა.

„ის ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო. ამიტომ როდესაც მასზე წიგნის დაწერა შემომთავაზეს, ვუპასუხე: „სიამოვნებით!“. ბელა ახმადულინა იყო გამორჩეული ქალი, ადამიანი და უდიდესი პოეტი. ამასთან, შევეცადე წიგნში მესაუბრა მასზე არა მხოლოდ როგორც კარგ პოეტზე, არამედ გადმომეცა მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი, ქართველი მეგობრებისადმი – არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ნიჭიერი და გამოჩენილი ადამიანებისადმი“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“

რაც ყველაზე საინტერესოა, ხატიაშვილის თქმით, ამ წიგნზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა მსოფლიო პანდემიას, როდესაც ეპიდემიამ მთელი ქვეყნის პარალიზება გამოიწვია, დაიხურა ყველა დაწესებულება, მათ შორის, ბიბლიოთეკები, რესპონდენტები კი, დაინფიცირების შიშით, უარს ამბობდნენ ინტერვიუზე.

„ეს იყო საინტერესო გამოცდილება. როდესაც ის-ის იყო წიგნზე მუშაობა დავიწყე, დაიხურა ბიბლიოთეკა, რომელიც აუცილებელია მასალის შეგროვების პროცესში. მითხრეს: „თქვენ გამო ხომ ვერ გავხსნით ბიბლიოთეკას?!“. ახმადულინას ნათლიაც კი ვიპოვე, მაგრამ კორონავირუსის შიშით, მანაც უარი მითხრა შეხვედრაზე.

ერთი სიტყვით, იყო მრავალი დაბრკოლება და ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „ამ წიგნს დავწერ“. ეს გავაკეთე ახალგაზრდობისთვისაც, რომელმაც, სამწუხაროდ, არ იცის, ვინაა ბელა ახმადულინა“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

არის კიდევ ერთი სიახლე - წელს გრიბოედოვის თეატრი და „რუსული კლუბი“ აღნიშნავენ საქართველოში რუსული თეატრის შექმნის 175 წლისთავს. ამ იუბილესთვის „რუსულმა კლუბმა“ დაიწყო რუსულ-ქართული გამოცემა „თეატრალური უწყების“ გამოშვება. „უწყების“ მეშვეობით თეატრსი მოყვარულებს შეუძლიათ გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებაზე, ნიჭიერი მსახიობების ცხოვრებასა და კარიერაზე და ზოგადად საქართველოში თანამედროვე თეატრალური ცხოვრების შესახებ ბოლო სიახლეებთან გაცნობა.