გადაიღეთ ფოტო ჩოხიან ცუკერბერგთან ერთად: თბილისში სელფის მუზეუმი იხსნება

მუზეუმშია თემატური ნაგებობები სხვადასხვა ექსპოზიციით, განათებითა და რეკვიზიტებით, სადაც სტუმრებს სოციალური ქსელებისთვის შესანიშნავი და მოდური ფოტოების გადაღება შეუძლიათ
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისში ახალი არტ–სივრცე – სელფის მუზეუმი (Museum of selfies Georgia) იხსნება, სადაც სტუმრებს ორიგინალური ინტერიერის ფონზე საინტერესო ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

მსოფლიოში სელფის რამდენიმე მუზეუმია, თუმცა, როგორც ქართული ანალოგის შემქმნელები აცხადებენ, თბილისის მუზეუმი პავილიონების რაოდენობითა და ხარისხით ერთ–ერთი პირველია.

მუზეუმშია განთავსებული მსოფლიოში ცნობილი მარკ ცუკერბერგის მანეკენი, რომელსაც ქართული ჩოხა აცვია.

მუზეუმის შექმნაზე მუშაობდნენ მისი დამფუძნებელი ლაშა კვანტალიანი, მხატვარ–დიზაინერები ქეთევან ნადიბაიძე, თამრი ოხიკიანმა და ლევან კვარაცხელიამ. მათ მუზეუმის შექმნაზე მუშაობა კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყეს.

„ბიზნესის თვალსაზრისით ძალიან რთული იქნება ტურისტების გარეშე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ შიდა ბაზარი აიტაცებს იდეას. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მუზეუმის ყოველი სტუმარი ძალიან ბევრ მაგარ ფოტოს გადაიღებს და ნასიამოვნები დატოვებს სივრცეს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მისი მეგობრებიც დაინტერესდებიან ჩვენი სივრცით“, – აღნიშნა კვანტალიანმა.

მუზეუმის შემქმნელები აცხადებენ, რომ მუზეუმში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა: სკრინინგი შესვლისას, დეზინფექცია, სოციალური დისტანცია და სტუმრების შეზღუდული რაოდენობა.

მუზეუმი შაბათს, 25 ივლისს გაიხსნება. ის მარჯანიშვილის №19–ში მდებარეობს. მუზეუმი სტუმრებს 11:00–დან 21:00 საათამდე მიიღებს.