რუსეთი საერთაშორისო მიმოსვლას განაახლებს: პრემიერი ასახელებს თარიღსა და ქვეყნებს

რუსეთი 1 აგვისტოდან განაახლებს საერთაშორისო მიმოსვლას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 24 ივლისს მთავრობის სხდომაზე.
Sputnik

პირველ ეტაპზე რეისები შესრულდება მოსკოვის, მოსკოვის ოლქის, სანქტ–პეტერბურგისა და დონის როსტოვის აეროპორტებიდან.

ვიცე–პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განმარტებით, ფრენები შესაძლებელი იქნება სამი ქვეყნის — დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და ტანზანიის მიმართულებით, თუმცა ეს სია თანდათან გაფართოვდება.

რუსეთმა საზღვრები მიმდინარე წლის მარტში დაკეტა COVID-19-ის პანდემიის გამო.