ყვითელი ამბები

სალომე ღვინიაშვილმა ხვეული თმა გადაიპარსა – მოდელის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება

სალომე ღვინიაშვილის მოულოდნელი გარდასახვა. ტელეწამყვანმა და მოდელმა გრძელი შავი თმა გადაიპარსა. როგორ მოგწონთ ტელესახის გარდასახვა?
Sputnik

ასეთი სალომე ღვინიაშვილი არავის უნახავს. მოდელმა ულამაზესი ხვეული თმა ბოლომდე გადაიპარსა. მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით საზოგადოება გაოცდა.

სალომეს გარეგნობის მკვეთრი ცვლილებები არ ახასიათებს და ეს გარდასახვა რას უკავშირდება ჯერ უცნობია. მან ინსპირაცია მეუღლის, ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილისგან აიღო. ამის შესახებ სალომემ თავად დაწერა. ერთ-ერთ სურათზე ცნობილი ფეხბურთელი მონიშნა და თან წარწერა – „ჩემი ინსპირაცია“ დაურთო.

ახლა „ხიზანა“ და სალომე ერთი სტილით იწონებენ თავს. ღვინიაშვილის სავიზიტო ბარათი სწორედ მისი ხვეული და შავი თმა იყო. ტელეწამყვანმა სურათები Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. რამდენიმე ვიდეო კი მთელ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.