საქართველოს ბაზარზე ფასები ბოლო დროს არაერთხელ შეიცვალა. ჯერ იზრდებოდა, შემდეგ კი ზოგ საქონელზე იკლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პროდუქტების უმეტესობაზე ფასები სტაბილურია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მსყიდველობის უნარი დაუქვეითდა.
შემოსავლების შემცირება, სამსახურის არქონა, მუდმივი ჯამაგირის დაკარგვა ― ეს ის მიზეზებია, რომლებიც ფასების ვარდნის პირობებშიც კი ადამიანის ცხოვრებას გაუთავებელ სტრესად აქცევს. ბევრმა უარი თქვა არც ისე საჭირო ნივთების შეძენაზე, მაგრამ კვების პროდუქტი, მედიკამენტები და პირველი მოხმარების საგნები ყოველთვის მოთხოვნადია.