კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გამოჯანმრთელდა 911 ადამიანი, გარდაიცვალა – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 1085-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.